Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

„ვცდილობთ, უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ“: პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

Дата публикации: 19-10-2026 14:13:00

პარლამენტის სპიკერის თქმით, უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი, მათ შორის ოთხი პარტია, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში მანამდე აკრძალული პოლიტიკური ძალის მემკვიდრეებად აღიარეს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261019/papuashvili-partiebis-akrzalvaze-301228557.html

„ვცდილობთ, უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ“: პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

„ვცდილობთ, უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ“: პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

Sputnik საქართველო

პარლამენტის სპიკერის თქმით, უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი, მათ შორის ოთხი პარტია, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში მანამდე აკრძალული... 19.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-19T18:13+0400

2026-10-19T18:13+0400

2026-10-19T18:13+0400

საქართველო

პოლიტიკა საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო

ქართული ოპოზიცია

მოლდოვა

ქართულ–უკრაინული ურთიერთობები

უკრაინა

ბრიუსელი

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_756afc86e6ed0688d035094168f16274.jpg

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში საქართველოზე მეტი პარტიაა აკრძალული, რასაც ბრიუსელიდან კრიტიკა არ მოჰყოლია.კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია ეფუძნება პრინციპს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და დემოკრატიის მტრებმა დემოკრატიული ინსტრუმენტები თავად დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად არ უნდა გამოიყენონ", - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.პარლამენტის სპიკერის თქმით, უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი, მათ შორის ოთხი პარტია, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში მანამდე აკრძალული პოლიტიკური ძალის მემკვიდრეებად აღიარეს.როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ბრიუსელი კრიტიკით არ გამოსულა. მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მემკვიდრე პარტიებს.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური განშტოებები აგრძელებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გამოსვლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდნენ. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფომ არა მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინოს მსგავს ქმედებებზე, არამედ პრევენციული ზომებიც უნდა მიიღოს.პაპუაშვილი ოპოზიციის დაბალი მხარდაჭერის შესახებპარლამენტის სპიკერმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც აკრძალვის პროცესია ინიცირებული, მცირე მხარდაჭერით სარგებლობენ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებშიც კი.არგუმენტის სახით მან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა მოიშველია და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგი და ნდობის დონე სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია — დაახლოებით 1%.პაპუაშვილის თქმით, ამ პარტიებმა მხარდაჭერა მას შემდეგ დაკარგეს, რაც ბოიკოტი გამოუცხადეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე. „თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმება ჩვენს არგუმენტებს, ამით ქართველი ხალხი და მთელი საზოგადოება მოიგებს“, — განაცხადა მან.პაპუაშვილი სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლებზე ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს დასჭირდება სარჩელის განხილვას, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ დააკმაყოფილებს პარლამენტის არგუმენტებს.საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს, როგორც მოსარჩელე მხარეს წარადგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.შედეგებიპარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.

საქართველო

მოლდოვა

უკრაინა

ბრიუსელი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_1268cf3631f939c43d726bfeae95bf4f.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, მოლდოვა, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, უკრაინა , ბრიუსელი , ახალი ამბები

საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, მოლდოვა, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, უკრაინა , ბრიუსელი , ახალი ამბები

„ვცდილობთ, უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ“: პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

გამოწერა

პარლამენტის სპიკერის თქმით, უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი, მათ შორის ოთხი პარტია, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში მანამდე აკრძალული პოლიტიკური ძალის მემკვიდრეებად აღიარეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში საქართველოზე მეტი პარტიაა აკრძალული, რასაც ბრიუსელიდან კრიტიკა არ მოჰყოლია.

კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია ეფუძნება პრინციპს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და დემოკრატიის მტრებმა დემოკრატიული ინსტრუმენტები თავად დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად არ უნდა გამოიყენონ", - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პარლამენტის სპიკერის თქმით, უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში კი – ექვსი, მათ შორის ოთხი პარტია, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში მანამდე აკრძალული პოლიტიკური ძალის მემკვიდრეებად აღიარეს.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ბრიუსელი კრიტიკით არ გამოსულა. მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მემკვიდრე პარტიებს.

„ამბობენ, საქართველოს უსწრებენ მოლდოვა და უკრაინაო, ამ მხრივაც გვისწრებენ. ასე რომ, ვცდილობთ, დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ მოლდოვასა და უკრაინას დავეწიოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური განშტოებები აგრძელებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გამოსვლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდნენ. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფომ არა მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინოს მსგავს ქმედებებზე, არამედ პრევენციული ზომებიც უნდა მიიღოს.

პაპუაშვილი ოპოზიციის დაბალი მხარდაჭერის შესახებ

პარლამენტის სპიკერმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც აკრძალვის პროცესია ინიცირებული, მცირე მხარდაჭერით სარგებლობენ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებშიც კი.

არგუმენტის სახით მან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა მოიშველია და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგი და ნდობის დონე სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია — დაახლოებით 1%.

პაპუაშვილის თქმით, ამ პარტიებმა მხარდაჭერა მას შემდეგ დაკარგეს, რაც ბოიკოტი გამოუცხადეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე. „თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმება ჩვენს არგუმენტებს, ამით ქართველი ხალხი და მთელი საზოგადოება მოიგებს“, — განაცხადა მან.

პაპუაშვილი სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლებზე

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს დასჭირდება სარჩელის განხილვას, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ დააკმაყოფილებს პარლამენტის არგუმენტებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს, როგორც მოსარჩელე მხარეს წარადგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.

პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.

მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.

შედეგები

პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.

საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Партии в Верховной раде оштрафуют за нарушения финансовой отчетности0021-10-2019
2Тимошенко призвала в ответ на российские санкции "построить сильную Украину"0001-11-2018
3Памфилова заявила, что число политических партий в РФ сократилось за два года в два раза0024-02-2021
4Партия Порошенко вновь потребовала от Зеленского отчитаться о переговорах0024-03-2025
5Депутат Ивлев: избирательная система Украины разрушена из-за тоталитаризма0018-08-2025
6Минюст Украины заявил об отсутствии законных оснований для запрета ОПЗЖ и "Партии Шария"0013-08-2020
7Тимошенко призвала Зеленского консолидировать силы Украины для защиты независимости0022-02-2022
8Партия Порошенко потребовала санкций против депутатов Госдумы за идею признать ДНР и ЛНР0016-02-2022
9Оппозиционная партия назвала санкции против телеканалов Украины актом узурпации власти0002-02-2021

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 12.41. Источник: sputnik-georgia.com.