Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

გაფორმდა 26 ხელშეკრულება: მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

Дата публикации: 21-10-2026 09:00:00

ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261021/mtavroba-ilia-meoris-dakrzalvis-xarjebs-asajaroebs-301261719.html

გაფორმდა 26 ხელშეკრულება: მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

გაფორმდა 26 ხელშეკრულება: მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

Sputnik საქართველო

ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან... 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-21T13:00+0400

2026-10-21T13:00+0400

2026-10-21T13:00+0400

საქართველო

საქართველოს მთავრობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/19/298304080_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_ee44dd78ad8274223fe1e2b42d24eaa0.jpg

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 722,645 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში, გამოიწვია საუბრები ცერემონიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ თანხების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. წამოჭრილი კითხვების ფონზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ხარჯების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდა, თუმცა, გამორიცხა გაფლანგვის შესაძლებლობა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის ოქმით განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის, კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიის (ღონისძიების) ორგანიზება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველად 2026 წლის 20 მარტის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის 3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, 8 მაისის განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასათვისებელი თანხა 722 645 ლარამდე შემცირდა, ხოლო დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა. უწყების ცნობით, კულტურის სამინისტროს მიერ ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება: მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრები კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი - სერვისი“, „ჯითი გრუპი“) უსასყიდლოდ დაასუფთავეს, ხოლო შპს „აქვა გეომ“ ორგანიზატორებს საჩუქრად 5 ათასი ბოთლი (0.5 ლ) წყალი გადასცა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება შეღავათიან ფასად გაწია, ხოლო რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფსა და შემსრულებლებს (მომღერლები, მგალობლები) ჰონორარი არ აუღიათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - პატრიარქს მოქალაქეები 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ერის სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაცია და სახელმწიფოთა წარმომადგენელი ჩამოვიდა. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/19/298304080_140:0:1909:1327_1920x0_80_0_0_7841a8f341bf4f333738832194c2e395.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს მთავრობა , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს მთავრობა , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები

გამოწერა

ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 722,645 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში, გამოიწვია საუბრები ცერემონიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ თანხების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. წამოჭრილი კითხვების ფონზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ხარჯების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდა, თუმცა, გამორიცხა გაფლანგვის შესაძლებლობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის ოქმით განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის, კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიის (ღონისძიების) ორგანიზება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველად 2026 წლის 20 მარტის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის 3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, 8 მაისის განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასათვისებელი თანხა 722 645 ლარამდე შემცირდა, ხოლო დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა.

უწყების ცნობით, კულტურის სამინისტროს მიერ ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

შპს TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;

შპს ალფა სტუდიო – უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;

შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;

შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;

შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;

ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით – 2 850 ლარი;

შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;

შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;

შპს ეიჩემსი ჯორჯია – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 33 880 ლარი;

შპს ფლორერია – სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი;

შპს ჯეოვოისი – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციის მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) – 215 600 ლარი;

შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის, მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებითა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;

ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;

შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;

ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;

შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11 362.50 ლარი;

შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით, კაბელ-არხებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა – 9 740 ლარი;

ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;

შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;

შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი;

შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;

შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;

ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;

ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეოგადაღების მომსახურება – 700 ლარი;

ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის

ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრები კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი - სერვისი“, „ჯითი გრუპი“) უსასყიდლოდ დაასუფთავეს, ხოლო შპს „აქვა გეომ“ ორგანიზატორებს საჩუქრად 5 ათასი ბოთლი (0.5 ლ) წყალი გადასცა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება შეღავათიან ფასად გაწია, ხოლო რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფსა და შემსრულებლებს (მომღერლები, მგალობლები) ჰონორარი არ აუღიათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - პატრიარქს მოქალაქეები 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ერის სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაცია და სახელმწიფოთა წარმომადგენელი ჩამოვიდა. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Власти Грузии пообещали обнародовать смету похорон патриарха на фоне обвинений в растратах08.6717-10-2026
2„რუსთავის აზოტში" მოდერნიზებული რეაქტორი ექსპლუატაციაში შევიდა015.6920-10-2026
3Семьи пассажиров разбившегося Ан-26 на Камчатке получат более 3,5 млн рублей выплат0006-07-2021
4המשטרה עצרה 21 חשודים במעורבות בהונאה כלכלית בזמן עבודות בעזה010.8520-10-2026
5Минфин разместил ОФЗ 26253 на 36,45 млрд рублей026.6921-10-2026
6Funds from sale of former Gambian ruler's US property to be used to compensate victims05.220-10-2026
7Шахта "Листвяжная" направила единовременные выплаты всем семьям погибших при аварии0009-12-2021
8Семье погибшего в авиакатастрофе на Камчатке увеличили размер компенсации морального вреда0007-02-2023
9Ульяновские власти оказали материальную помощь родственникам убитой семьи0021-08-2019
10ÎCCJ amână pentru septembrie decizia în procesul cu Guvernul privind restanțele salariale ale magistraților07.1920-08-2026

Классификация: Экономика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 17.16. Источник: sputnik-georgia.com.